ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალში "ნიკე" და "ლანჩხუთი" შეხვდებიან

AutoSharing Option
ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართება. ისტორიაში პირველი თასის გათამაშების გამარჯვებული თბილისის „ნიკესა“ და ლანჩხუთის „ლანჩხუთს“ შორის გამოვლინდება.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე შედგება. საქართველოს თასის გათამაშება 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის რვა გუნდი იბრძოდა. ფინალური მატჩი 23 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. ფინალურ თამაშზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული