საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნიასთან 1:7 დამარცხდა

AutoSharing Option
30 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა, ქართველმა შემტევმა მეტოქეს 90-ე წუთზე გაუტანა.

ზენიცა. ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო 7:1
გოლები: 1:0 სპასოეივიჩი (5), 2:0 მ. ჰასანბეგოვიჩი (10), 3:0 ნიკოლიჩი (13), 4:0 ჰაჯიჩი (23), 5:0 ალეკსიჩი (პენ.) (43), 6:0 ნიკოლიჩი (პენ.) (51), 7:0 კრაიშუმოვიჩი (80), 7:1 ჩემინავა (90)

ბოსნია-ჰერცეგოვინა: ჰოჯიჩი, სელიმოვიჩი (54’ საკოტიჩი),
მ. ჰასანბეგოვიჩი, ალეკსიჩი, სპასოევიჩი, აიდა ჰაჯიჩი (71’ ველაგიჩი), ნიკოლიჩი, მედიჩი (63’ კრაიშუნივიჩი), კაპეტანოვიჩი, ჰამზიჩი, კრშო

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი (46’ დანელია), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (83’ ჩემინავა), ჭიჭინაძე (66’ სალუქვაძე), ჭყონია, კალანდაძე, სუთიძე, თოდაძე, რაუხი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი 16:15 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
saxchi daetiet nu gvchrit tavs
KUTAISELI
09:26 03-09-2019
0
90-ე წუთზე 0-7-ზე ანა ჩემინავამ კი არ გაუტანა,არამედ თავად ბოსნიელებმა რავერანსი გაგვიკეთეს და გაგვატანინეს!
....
05:05 31-08-2019
0

სიახლეები პოპულარული