30 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:1.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ანა ჩემინავა გახდა, ქართველმა შემტევმა მეტოქეს 90-ე წუთზე გაუტანა.
ზენიცა. ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო 7:1
გოლები: 1:0 სპასოეივიჩი (5), 2:0 მ. ჰასანბეგოვიჩი (10), 3:0 ნიკოლიჩი (13), 4:0 ჰაჯიჩი (23), 5:0 ალეკსიჩი (პენ.) (43), 6:0 ნიკოლიჩი (პენ.) (51), 7:0 კრაიშუმოვიჩი (80), 7:1 ჩემინავა (90)
ბოსნია-ჰერცეგოვინა: ჰოჯიჩი, სელიმოვიჩი (54’ საკოტიჩი),
მ. ჰასანბეგოვიჩი, ალეკსიჩი, სპასოევიჩი, აიდა ჰაჯიჩი (71’ ველაგიჩი), ნიკოლიჩი, მედიჩი (63’ კრაიშუნივიჩი), კაპეტანოვიჩი, ჰამზიჩი, კრშო
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი (46’ დანელია), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (83’ ჩემინავა), ჭიჭინაძე (66’ სალუქვაძე), ჭყონია, კალანდაძე, სუთიძე, თოდაძე, რაუხი
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩი 16:15 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით