საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული "ლანჩხუთი" გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული, ისტორიაში პირველად, ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადასცეს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ოფიციალურად დავაჯილდოეთ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჩემპიონი გუნდი "ლანჩხუთი", რომელმაც ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. ყველას გვიხარია, რომ გუნდმა დამსახურებულად მოიგო აღნიშნული გათამაშება და მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

ქალთა ფეხბურთის მიმართულებით, ლანჩხუთში ნამდვილად
დიდი პროგრესი გვაქვს. სასიამოვნოა, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ იქ არ შეიმჩნევა. ბოლო პერიოდში ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშებს თუ გადავხედავთ, პროგრესი იქაც შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი "ლანჩხუთის" შემადგენლობიდან ეროვნული ნაკრების ღირსებას ბევრი მოთამაშე იცავს.

​ქალთა ფეხბურთი ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამას ჩვენი მიდგომით ყოველწლიურად ვამტკიცებთ. გვიხარია, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს. წარმატებას ვუსურვებ "ლანჩხუთს" და ყველა ქალ ფეხბურთელს. მოვუწოდებ გოგონებს, ითამაშონ ფეხბურთი, ისიამოვნონ ამით და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მათ".

​​საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან "ლანჩხუთმა" 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის "ნიკეს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით "ლანჩხუთი" საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რადგან ბიჭები ვეღარ ვარგობენ საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" თითქმის საუკუნოვან ისტორიას ახლა ეს დიდებული გოგონები თავიდან წერენ! გაუმარჯოს მათ წარმატებას! მადლობა თქვენ ქალიშვილებო, ძალიან გამახარეთ. წარმატებებს გისურვებთ სპორტშიც და ცხოვრებაშიც! თუ "გურია მხოლოდ ადგილობრივი ჭაბუკებით დაკომპლექტდება რომელ ლიგაშიც უნდა ითამაშოს არ აქვს დიდი მნიშვნელობა! მთავარია ადგილობრივ ნიჭიერ ბავშვებს მიეცეთ განვითარების პერსპექტივა! ვინძლო მერე ამ გოგონების მაგალითზე ბიჭებმაც გაგვახარონ, ააღორძინონ გურულების პირველი გუნდი!
aburjga
12:05 15-10-2019
1
შამევევლე გურიას და გურულებს!!!))
0

სიახლეები პოპულარული