გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბის სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ.
ახალ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი ივარჯიშებს. საწვრთნელ პროცესში ბიჭები და გოგონები ინტეგრირებულად ჩაერთვებიან.
კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ფეხბურთის ფედერაციის
დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. მოედნის ტერიტორიაზე მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გასახდელებსა და სამუშაო ოთახებს მოიცავს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით