საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძელ პოლონეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ-რაუნდის პირველ მატჩში მასპინძელი პოლონეთი 3:2 დაამარცხა.

ქალაქ ზიელონა გორაში ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში თალესმა გახსნა და ჩვენი გუნდი დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმი პოლონეთმა 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, ფუმასამ და თალესმა (პენალტით) დალაშქრეს მეტოქის კარი და 3:2 გაიმარჯვა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 25 ოქტომბერს ესპანეთს, ხოლო 27 ოქტომბერს ფინეთს შეხვდება.

ჯგუფიდან ელიტრაუნდში 2 გუნდი გადის.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთს 4:1 მოუგო.

პოლონეთი-საქართველო 2:3
პოლონეთი: ნავრატი, ზასტავნიკი, ლუტეცკი, პიეტრუჟკო, კრიცელი

სათადარიგო: კალუზა, კუბიკი, სპიშალსკი,
ლისოვსკი, გლაძაკი, ლოპუჩი, სოლეცკი, ლესზაკი, მარეკი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა

სათადარიგო: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული