25 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ზიელონა გორაში ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 2:3 დამარცხდა, რომელმაც პირველ ტურში ფინეთს 4:1 სძლია.
პირველი ტაიმი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს, თუმცა შემდეგ არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ წონასწორობა აღადგინეს. სამწუხაროდ, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მეტოქემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ პოლონეთს 3:2 მოუგო.
ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 ოქტომბერს ფინეთთან გამართავს, რომელმაც პოლონეთს
2:1 მოუგო.
ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში 2 გუნდი გადის.
საქართველო-ესპანეთი 2:3
საქართველო: კუპატაძე, რონინიო,თალესი,სებისკვერაძე, ფუმასა
საქართველო: კუპატაძე, რონინიო,თალესი,სებისკვერაძე, ფუმასა
სათადარიგო: ბუკია,გიორგაია,თოფურია,კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი
ესპანეთი:ჰერერო,ტოლრა, ადოლფო, ხოსელიტო, ხუან ემილიო
სათადარიგო: ხუანხო, ორტიცი, ბებე, ბოისი, სოლანო, ლინი, ფერნანი, რაფა უსინი, რაუ კამპოსი
ესპანეთი:ჰერერო,ტოლრა, ადოლფო, ხოსელიტო, ხუან ემილიო
სათადარიგო: ხუანხო, ორტიცი, ბებე, ბოისი, სოლანო, ლინი, ფერნანი, რაფა უსინი, რაუ კამპოსი
0:2დან ამოვუქაჩეთ.. სებისკვერაძემ მაგარი ბურთი შეაგდო!
წარმატებები ბიჭებო, ნამდვილად ღირსები ვართ რომ გავიდეთ!