სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება

AutoSharing Option
დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 94-მა საფეხბურთო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

სკოლებს სფფ-ის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.

  • I კატეგორია - ფეხბურთის აკადემია (4 სკოლა)
  • II კატეგორია - ფეხბურთის სკოლა (12 სკოლა)
  • III კატეგორია - ფეხბურთის საბაზისო სკოლა (10 სკოლა)
  • IV კატეგორია - ფეხბურთის წრე (68 სკოლა);

სკოლების ფინანსური მხარდაჭერა კატეგორიების მიხედვით მოხდება. კატეგორიის მიხედვით განსაზღვრულია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა: I კატეგორია -120,000 ლარი, II კატეგორია - 50,000 ლარი, III კატეგორია -
15,000 ლარი; IV კატეგორია - 5750 ლარი.

ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელებას; ახალგაზრდულ სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის შეფასებას და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას.

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: "დღეს მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის სკოლების დაფინანსებას და მხარდაჭერას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა.

წლებია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა აქტივობით, აქტიურად ვუჭერთ მხარს და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას. სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭების საფუძველზე ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს დამატებითი ფინანსური დახმარება ექნება განვითარების ფონდის მხრიდან. 2018 წლის შემდეგ სკოლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გაიზარდა და წელს პროექტის ფარგლებში უკვე 1 620 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა შესაბამისად გადაუნაწილდება 4 კატეგორიაში შემავალ 94 საფეხბურთო სკოლას. აღნიშნული თანხა მოხმარდება თავად სკოლების განვითარებას".

პროგრამული დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებისა და ორგანიზების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და წინასწარ წერილობით თანხმდება ფონდთან.

კატეგორიზაციის პროცესს წინ უძღოდა აღწერის პროექტი, რომლის დროსაც ფედერაციის მონიტორინგის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციურ კანდიდატ სკოლებში ვიზიტით, ადგილზე შეისწავლა სიტუაცია და მოახდინა სკოლების აღწერა.

შედეგების გაანალიზების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სკოლების კატეგორიზაციის დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა, სფფ-ის აღმასკომის მიერ 2018 წ. ივნისში დამტკიცების შემდეგ და ამოქმედდა 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-19 წლებისთვის. 2020 წლიდან კი კატეგორიზაციის რეგულარული 3-წლიანი ციკლები დაიწყება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრა გამოიყენა ის რესურსი რაც ფედერაციას გააჩნია, ფონდზეა აქ ლაპარაკი. ბავშთა ფეხბურთი ეხლა გაახსენდატ, რა ბავშთა ფეხბურთზეა ლაპრაკი 100 ლარიდან 200 ლარამდე ღირს ბავში რომ ატარო ფეხბურთზე. იმიტომაა კარგად ბავშთა ფეხბურთი, რეგიონში საერთოდ მკვდარია. ეს დაფინანსება რომ ბავშთა ფეხბურთში გაეხარჯათ მაგის სურვილიც არ ქონიათ და არც გემა, სად რა როგორ დაეხარჯათ, მარტო საკუთარი ჯიბე არაა ყველაფერი, რაც გავალი და რაშიც ხელფასს ირებ ის 40 % მაინც უნდა შეასრულო. რეგიონების ბავშთა ფეხბურთი მკვდარია, საიდანაც მოდიოდა ყველაზე მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი. 200 ლარიანი ფეხბურთელი კიდე შედეგეს რომ ვერ მოიტანს მაგი უკვე ვნახეთ. ზიან დიდი ტვინები და მაგრა ანაწილებენ თანხებს.
გიგა
13:51 31-10-2019
0
არ ჭირდებათ მაგათ უაზრო ვოიაჟები, ტყუილად ტვრთავენ ბავშვებს.მავნებელიც კია. ჩაატარონ საკმარისი ტურნირი საქართველოში დაეგაა.
ddgfdf
21:42 28-10-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული