ლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, "facebook live"-ის საშუალებით, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ საკვანძო მომენტებს:

  • ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია, რაც მე მახსოვს.  ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.

  • "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შემდგომი ემოციები გასაგებია. მიუღებელია ბათუმის "დინამოს" მფლობელის პოზიცია და ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვგულისხმობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.
  • რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა.
    მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება, შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.  ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.
  • ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
  • რაც შეეხება მოედნის საფარს, კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის "დინამომ", არამედ საჩხერის "ჩიხურამაც" და სხვა გუნდებმაც ითამაშეს.  ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.
  • სიმართლე გითხრათ, საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება, თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.
  • ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი წასვლის საკითხი არ დგას.
  • რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში, ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.

altბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

altლევან კობიაშვილი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ეჰ კობი რავა დაგეტყო პარლამენტარობა.რა გაკმაყოფილებს შე კაცო 5:1 თუ 2:3.ერთი ყაზახეთს მოუგეთ და ხო გადაგვაყოლე მაგას აბა ჩვენ გვკითხე თუ მოგვწონს.ბათუმში კარგია და ზოგადად მივესალმები თამაშების სხვა ქალაქებში ჩატარებას მაგრამ რამ შეგაზარათ ასე საქართველოს გამორჩეული კუთხე იმერეთი გააკეთეთ ერთი მასეთი სტადიონი ქუთაისში და წელიწადში ერთხეკ მაინც გაახარეთ ხალხი.ერთი ხალხნო მაინტერესებს ხომარ იცით თუ ბელორუსიას გავცდით სადაა დაგეგმილი ფინალი
თემური
07 ნოემბერი 2019 23:42
9
სპორტი უნდა გათავისუფლდეს პილიტიკიდან, მითუმეტეს ასეთი უნამუსო, კორომპირებული და შუბლზე ძარღგაწყვეტილი ხალხისფან.
თურმე ვაისის მუშაობით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
max
07 ნოემბერი 2019 22:13
17
პარლამენტარობა რად გინდოდა, ოქროვ? საქმე არ გქონდა?
zurab
07 ნოემბერი 2019 21:59
7
ძლივს რაღაც შანსი მოგვეცა და ახლა მოგინდათ ექსპერიმენტები????????!!!!!!!!
sormona
07 ნოემბერი 2019 21:57
4
კი ესეთი წარმატება არასოდეს არ გვქონია. ჯგუფში ნაკრები პირველ ადგილზეა, კლუბები ევროპა ლიგაზე ყოველ წელს გვყავს. ნუ ხანდახან ჩემპიონთა ლიგაზეხ გცყავს კლუბი. ყოჩაღ ლევანი საქმეს კარგად აკეთებ. დანიშნე ბათუმში ან უფრო მცირე სტადიონზე, რომ ყველა მსურველი ვერ მოვხვდეთ სტადიოზე.
G.LA
07 ნოემბერი 2019 21:56
4
ოღონ მოვიგოთ და გავიდეთ და თუ გინდათ საჩხერეში ჩაატარეთ.ოღონდ მოვიგოთ (სისულელეა მაგრამ მაინც უნდა ვთქვა)თუ გინდათ ლუჟნიკებე ჩაატარეთ!!!!! ოღონდ მოვიგოთ!!!
gogia
07 ნოემბერი 2019 21:32
19
ეს რა მაგრად აჩანჩხარებს ისტორიული თამაშია და მარტო ბათუმელებმა უნდა უყურონ
Alibeg
07 ნოემბერი 2019 21:31
7
მაინც რა სასწაულია ეს ქართული ზმნა - რა კაგად გამოხატავს სათქმელს - აჩანჩხარებს :)
იდალგო
08 ნოემბერი 2019 01:31
2
ამ თამაშის დასწრებაზე ისეთი მოთხოვნა იქნება რომ 55 000 კი არა 70 000-იც კი მოვა
და ბათუმის სტადიონი არ არის კარგი იდეა მაგისთვის

ჩემთვის სულ ერთია.
სადაც არ უნდა ჩატარდეს მაინც წავალ. თან გაზაფხულზე ბათუმში გასეირნება კარგი იდეაა.

მარა ბათუმის 20 000 იანი, პატარა ტევადობაა და სტადიონის გარეთ ბევრი მსურველი დარჩება/

ისე ზოგადად მომხრე ვარ რომ ბათუმშიც და თბილისშიც თანაბრად ჩატარდეს ეროვნულის თამაშები
გოგა
07 ნოემბერი 2019 21:24
1
ეს რა მაგრად აჩანჩხარებს ისტორიული თამაშია და მარტო ბათუმელებმა უნდა უყურონ
Alibeg
07 ნოემბერი 2019 21:22
9
ვაისის მუშაობას თუ დამაკმაყოფილებელია არ ყოფილა ჩვენი საშველი
გრიგოლ1408
07 ნოემბერი 2019 20:47
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული