- ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია, რაც მე მახსოვს. ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებულად მუშაობს.
- "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" შემდგომი ემოციები გასაგებია. მიუღებელია ბათუმის "დინამოს" მფლობელის პოზიცია და ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვგულისხმობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.
- რაც შეეხება გიორგი კიკაჩეიშვილს, ის შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა. მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ დაბალი ქულით შეფასდება, შეიძლება ერთი ან ორი ტური გამოტოვოს. შეიძლება ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის ხელფასის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე შესაბამისი დაჯარიმების მეთოდი.
- ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.
- რაც შეეხება მოედნის საფარს, კატასტროფულ მდგომარეობაშია და საჩხერეში დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ფაქტია, იმ მინდორზე არა მარტო ბათუმის "დინამომ", არამედ საჩხერის "ჩიხურამაც" და სხვა გუნდებმაც ითამაშეს. ბათუმელთა ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.
- სიმართლე გითხრათ, საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. მე გამიხარდება, თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.
- ვლადიმირ ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი წასვლის საკითხი არ დგას.
- რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში, ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით, ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.
ბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]
დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის;
სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება;
ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია;
სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს.
ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....