12 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ქალთა ნაკრები ვიბორგში დანიასთან 0:14 დამარცხდა.
პირველი ტაიმი დანიამ 10:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი 4 გოლის გატანა "იკმარა".
რა თქმა უნდა, დანიასთან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ პირველ წრეში ამ გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა თბილისში 0:2 წააგო და მთლად ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო.
ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრაში მარცხი იწვნიეს (ბურთების შეფარდება 1:30) და 5 მარტს მალტას უმასპინძლებენ.
საქართველო: გაბუნია (სუხაშვილი 46), ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (ჩემინავა 46), ბაქრაძე, ჭიჭინაძე (დანელია 46), მატვეევა