გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრებისა და ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. 

"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.

ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.

მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
შეხედეთ. ხედავთ ოპტიმიზმის საფუძველს? ეროვნულ ლიგა 2-ს გადაავლეთ თვალი, რა ხდება, როგორი თამაშები მიდის. ძალიან მინდა მქონდეს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. ხვალ და ზეგ არ ვიცი რა იქნება. ვაისი წავა და ცხადაძე მოვა თუ რა იქნება, მე არ ვიცი, მაგაზე ხვალ ვისაუბროთ და დღეს, მე, ჩვენი ჩემპიონატის შემხედვარე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ.

თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.

თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.

გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.

მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 35 /
გარკვეულწილად მართალია დევდარიანი,თუმცა ის რომ ეხლა რა მასშტაბებითაც თამაშის ჩაწყობა ხდება არასოდეს მინახავსო,აქ უკვე ძალიან ცდება.რათქმაუნდა ქვედა ლიგებში ხდება თამაშების ჩაწყობა,მაგრამ წინა ფედერაცის დროს,რომ ხდებოდა მაშინ სად ბრძანდებოდა ბატონი ცქიფო?მარტომე რიგითი გულშემატკივარი ვეტყვი რომ,თითქმის ყველა თამაში კეთდებოდა მაშინდელ პირველ ლიგაში,ან ისიც გვითხრას,რომ მაშინდელი ზოგიერთი თანამდებობის პირების შვილებისა და შვილიშვილების გულისათვის სხვა ახალგაზრდები გაუწირია.ეს თვითონაც კარგად იცის.შეიძლება არ უნდა ამის დაჯერება,ამიტომ ბიძიკო იმუშავეთ კეთილსინდისიერად და არც ძველს და არც ახალ ფედერაციას და მწვრთნელებს არ წამოგაძახებთ არავინ არაფერს და მხოლოდ სხვისკენ ხელის გაშვერა წინ ვერ წაგვწევს.
შენ არ ჩაგიწყვია თამაში ან არ „დაგიჩაგრავს“ ფეხბურთელები?
17 ნოემბერი 2019 18:51
10
თქვენც არ იქნებით უცოდველი,შემინდოს უფალმა.თამაშის ჩაწყობის რა მოგახსენო და ფეხბურთელთან მის არასწორ მიდგომის,მოქმედების და გაწირვის მაგალითი ნამდვილად ვიცი(არ ვგულისხმობ ბავშვობის ასაკს),ამიტომ ამ საკითხში ცილისწამებას ნამდვილად არ აქვს ადგილი.იქნებ შენ მწამებ ცილს და მე ტყუილი არ დამიწერია.ისეთი კომენტარი დამიწერე,რომ ეს ღმერთის სიტყვად ჩავთვალე და მადლობა ამისთვის და იმედია შენც ასევე მიჰყვები და იცავ ათ მცნებას.
Sastik-ს
18 ნოემბერი 2019 00:21
1
9. “არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.”
Sastiki.
17 ნოემბერი 2019 23:01
1
ვეთანხმები დევდარიანს. ვერც მე ვხედავ რამე პროგრესს. ორ შესარჩევში 1 მოგება არ გვაქ გიბრალტარი არ ითვლება. სადაა პროგრესი? რომელი კლუბი გავიდა ევროტურნირზე? არანაირი პროგრესი
ზუგდიდი
17 ნოემბერი 2019 17:53
4
ტორპედოც, ვიტჯორჯიაც, ფოთიც და სხვა კლუბების გასაჭირი არის მათივე უფროსობის და ვაიდირექტორების ბრალი. სიონი უბრალოდ საპეიოფო ზონაშია თორე ფინანსურად დაბალიანება არ აქვთ ისე რა ჭირს არ ვიცი. ასევეა ისეთი გუნდები რომლებშიც პატიოსნად მუშაობენ თელავი, სამტრედია, დილა და სხვები. ამიტომ საჭიროა გულშემატკივრის მეტი ჩართულობა ისეთ გუნდებში, რომლებშიც ჯერ კიდევ გამგებელი ნიშნავს დირექტორებს და არა მაშინ გააქტიურება როცა გამოუვალი მდგომარეობააა და მერე ხმაური კი დავვიანებული.მომიკითხეთ ხონის იმერეთი და ცხინვალი ;)
DAVE
17 ნოემბერი 2019 17:38
6
მართალია. დევდარიანი სადაც იყო ყველგან ნორმალური შედეგი დადო. ვაისს მაინც აჯობებს. ვაისის ირონიულბამ და სიუჯიტემ გულშემატკივრები დაგვღალა. ცვლილებებია საჭირო.
Zura
17 ნოემბერი 2019 16:59
9
გუშინ ფოთის კოლხეთის ყოფილმა მეკარემ რაც ილაპარაკა მემგონი წაიკითხეთ ყველამ. ეხლაა ცქიფოო საუბრობს ამაზე. ფასადურად წინ მიდის საქმე კარგად შეიფუთა ჩემპიონატი დაფინანსება ეს ის მაგრამ ვინც ჩახედულია და შიგნიდან იცის რა ხდება ფეხბურთში ყველა დაეთანხმება.
rodemdeeee
17 ნოემბერი 2019 16:47
0
ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მგონია ბელარუსს თუ გავცდით კოსოვო მოგვიგებს!
zviads
17 ნოემბერი 2019 16:42
6
უკეთესობა საერთოდ რომ ვერ დაინახო, ან ბრმა უნდა იყო, ან პირადი ბოღმა უნდა გალაპარაკებდეს.
ერთა ლიგის შედეგებით შეფასდება საბოლოოდ ობეიქტურად ფედერაციის და ვაისის ნამუშევარი
giabar
17 ნოემბერი 2019 16:11
32
ტქვენ რას ხედავტ კონკრეტულად .
ბაჯო
17 ნოემბერი 2019 18:16
0
მერე ნახეთ შედეგები
კახა
17 ნოემბერი 2019 16:06
0
ამიტომ შევიდეთ განაცხადით საერთაშორსო ფეხბურთის ფედერაციაში, იმაზედ რომ ტაიმების დრო შემცირდეს 30 წუთამდე. 60 წუთს ვირბენთ ქართველები დაღლისა და კონცენტრაციის დაგრგვის გარეშე
კახა
17 ნოემბერი 2019 16:03
5
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ძნელია არ დაეთანხმო
llcl
17 ნოემბერი 2019 14:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული