ლევან მჭედლიძე "კალიარის" სპორტულ დირექტორს: დაგპირდი, დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ

AutoSharing Option
"კალიარის" სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი სინანული თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეა, რომელიც 16 წლის ასაკში აღმოაჩინა საქართველოში და მას დიდი ფეხბურთის თამაშში ხელი ტრავმებმა შეუშალა.

მჭედლიძემ კარლის "ინსტაგრამით" უპასუხა: "მადლობა, დირექტორო, განსაკუთრებული ადამიანი ხარ. შენ ბევრი რამ მასწავლე. მასწავლე, რომ არ უნდა დავნებდე.

დაგპირდი, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი. ერთი წამითაც არ დავნებდები. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ".

ლევანი ამჟამად თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს, მისი პასუხი კი empolichanne-მა გამოაქვეყნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვახ, ძალიან მომეწონა ეს პასუხი. აი, თუ მოუხერხდა და 30 წლის ასაკამდე, ტრავმიანობა რამენაირად მოირჩინა, იტალიის სერია ა-ს დონეზე ისევ ათამაშდება, ოღონდ სისტემატიურად და არა სეზონურად, თუ მარტო შემცვლელად.(დარწმუნებული ვარ - დროს, ენერგიას და მცდელობას არ დაიშურებს რაიმე ხსნა, რომ იპოვოს მაგ ტრავმიანობის მოსარჩენად).. ნუ თუ ვერ მოირჩინა და ვერაფერს ვერ ვიზავთ. და ჩვენები ევროპაზე, თუ გავლენ, ეჭვიც არ მეპარება, მაგ დროისთვის ეს ისევ ძირითადის ფეხბურთელი იქნება. ეხა დინამოში, უეჭველი ფსიქოლოგიური მდგრადობის აღსადგენადაა, ნახევარი წელი მაინც, მაგას არ ჭირდება ევროპა და უცხოეთი.
ნიკო
16:47 22-11-2019
0
კარგი რა ხალხო,ამდენი წელია ლევანი მის გუნდში აღარ არის და რა რჯის ტყუილის სათქმელად?ჩვენც ხომ გვახსოვს,როგორ თამაშობდა სულ ბავშვი?ამდენი წელია ლევანი ტრავმებს ებრძვის და კიდევ არ ნებდება,არც ნაკრებში დაუზოგია არასოდეს თავი და არც არასოდეს გვინახია დათრგუნული,ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა,როგორც კი ცოტა ხანი შესძლო გადაბმულად თამაში,მაშინვე დაიწყო გოლების გატანა.არც შრომისმოყვარეობა აკლია,არც სიმაღლე ,არც ჯანი და არც სისწრაფე.იუვენტუსს მაშინ გაუტანა გოლი,როცა ბუფონი 20 გოლზე მეტს არ უშვებდა მთელ ჩემპიონატში და ესეც ხომ ნიშნავს რაიმეს.ლევანს არაფრით არ დაუმსახურებია ჩვენგან სარკაზმით და დაცინვით საუბარი.მხოლოდ გულისტკივილი მისი უიღბლობის გამო,გვერდით დგომა და მისი მომავლის რწმენა იქნება გულშემატკივრების მხრიდან ლევანის მიმართ ღირსეული დამოკიდებულება.არც ის დაივიწყოთ,რომ მუდმივად დამტვრეულ ფეხბურთელს,ათ წელზე მეტი ხანი,არავინ გააჩერებდა იტალიის უმაღლეს ლიგაში,მასში დიდი ტალანტი რომ არ დაენახათ.თვითონ კიდევ აქვს რწმენა და ჩვენც ვიქონიოთ იმედი,რომ მოირჩენს ტრავმებს. მაშინ ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემაც მოხსნილი გვექნება და ბომბარდირისაც.
სოსო
16:08 22-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული