შედარება - სად არიან ახლა ვიტალი დარასელიას ფინალის მონაწილე "ალკმაარის" და "დინამოს" ფეხბურთელები

AutoSharing Option
2016 წლის 16-წლამდელთა შორის ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული "ალკმაარი" გახდა, რომელმაც ფინალში "დინამო თბილისის" აკადემია 2:0 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი უკვე ჰოლანდიის ნაკრებში მოხვდა და "ალკმაარის" ძირითად გუნდში ასპარეზობს.

მაგალითისთვის, 18 წლის ფორვარდ მაირონ ბოადუს მიმდინარე ერედივიზიონში 15 შეხვედრაში უკვე 9 გოლი აქვს შეგდებული. მას 19 ნოემბერს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ესტონეთს გოლიც გაუტანა.

ის სატრანსფერო ბაზარზე უკვე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია და Transfermarket-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა. მიმდინარე ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა 21
წლის ნახევარმცველი ტეუნ კოოპმეინერსიც.

ის ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ამ ფორმაციის "ალკმაარის" ერთ-ერთი ლიდერია. წარმოიდგინეთ, ნახევარმცველმა 14 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო. მისი სატრანსფერო ღირებულება ასევე 8 მილიონი ევროა.

ეს ორი ფეხბურთელი იმ "ალკმაარის" აკადემიიდან ყველაზე გამორჩეულები არიან. რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ზოგი ისევ ახალგაზრდულ გუნდში რჩება, ზოგიც ერედივიზიონის სხვადასხვა კლუბშია განათხოვრებული.

რაც შეეხება "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელებს... ალბათ, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძეზე უნდა ვთქვათ, რომელიც დღესდღეობით "გენტის" წევრია და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მომავლად ითვლება. "ტრანსფერმარკეტი" წერს, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა, თუმცა ეს თანხა რომ გაიზრდება უშუალოდ ტრანსფერის განხორციელებისას, ყველას კარგად მოეხსენება.

მაშინდელ "დინამოში" ასევე იყო ზურიკო დავითაშვილი (დღეს უკვე "რუბინის" წევრი). ის 2018 წელს "დინამოდან" "ლოკომოტივში" გადაბარგდა, 2019 წელს კი ყაზანური გუნდის მოთამაშე გახდა. მის სატრანსფერო ღირებულებად ახლა 1,5 მილიონი ევრო სახელდება.

ნიკა ნინუა დღემდე "დინამოშია", ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ "ციურიხში" ირჯება, დემეტრე ბულისკერია კი "ლოკომოტივის" მეკარე გახლავთ.

მაშინდელმა "ალკმაარმა" გრძელვადიანი პროექტი შეადგინა და გათვლა იმ ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებიც მომავალში გუნდის ბირთვს შეადგენდნენ.

თავად განსაჯეთ, გუნდი მიმდინარე ერედივიზიონში 14 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ბურთების სხვაობა კი 34/8-ზე აქვს.

წესითა და რიგით, "დინამოს" მომავალიც სწორედ ეს ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც მაშინდელ თბილისურ გუნდში ირიცხებოდნენ, თუმცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, სად არიან ახლა ისინი.

ყველას კარგად ემახსოვრება, რომ იმ მატჩში "დინამოს" "ალკმაარისთვის" არაფერი დაუთმია და ბევრ კომპონენტში აჯობა კიდეც. ალბათ, დროა, დადგეს ის პერიოდი, როდესაც ხელმძღვანელები დაფიქრდებიან, რატომ ხდება ასე და ფეხბურთელებიც პირველივე ევროპული ვარიანტის გამოჩენის შემდეგ საკუთარ ქვეყანას არ დატოვებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
3 წლის უკან თუ 16 წლის იყო სამ წელში 21-ის რანაირად ჰგახდა?
ზვიადი
15:01 26-11-2019
0
რა კარგად და დეტალურად შეადარეთ... გვეკაიფებით? ეს რა შედარებაა?
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული