გიორგი მელქაძე რუსული პრემიერლიგის კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ქართველი გიორგი მელქაძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ტამბოვის" მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა დაასახელეს.

მელქაძე, რომლის სატრანსფერო უფლებებიც მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის, იჯარის წესით გამოდის "ტამბოვში" და პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ტამბოვი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონის ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. გუნდში კიდევ ორი წარმოშობით ქართველი თამაშობს: მეკარე გიორგი შელია და მცველი გურამ თეთრაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თითქოს საინტერესო საიტია და რა სამწუხაროა, რომ მასზე ცენზურაა: ანუ ქვეყნდება მხოლოდ ის კომენტარები, რომლებიც მისაღებია რედაქციისათვის! უკვე მრავალჯერ დავრწმუნდი ამაში! :–( ღირს კი აქ კომენტარების გზავნა?!
1
წარმატებები ჩვენს სამტრედიელ ვაჟკაცს და ეხლა გიო ვაი ვითომ პატრიოტების გამოხდომა ნუ შეგაშინებს მაგათ თავის ლანდის ეშინიათ
zurabi
18:26 15-12-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული