ანზორ ყავაზაშვილი: ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა, ფეხბურთელები ევროპაში პურის ნაგლეჯისთვის გარბიან

AutoSharing Option
ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ ყავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და
ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა ყავაზაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სირცხვილი ის არის რომ 99% არ იცის რომ კავაზაშვილი არა ქართველი არამედ ბერძენია ეთნიკურად ისევე როგორც ომარ თეთრაძე.ეხლა ეგგეც რ მოგეწონებათ მაგრამ რას ცვლის?..
ბაჩო
13:59 20-12-2019
0
ეს კაცი იმ პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედაც შეიძლება ეღიარებინათ, რომ არა იაშინი და საერთოდ რა შუაშია რუსოფილობა ფეხბურთის დონესთან დაკავშირებით?
ეზოს გუნდებზე ოდნავ მეტად ორგანიზებული კლუბები რომ გვყავს უსინათლოთა გარდა ყველა ხედავს.
goga
13:13 20-12-2019
1

სიახლეები პოპულარული