თბილისის "დინამოს" არავოლუნტარისტული მარცხი "ვოლუნტართან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გადახალისებულმა თბილისის "დინამომ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - რუმინეთის "ვოლუნტართან" 1:3 წააგო.

"ვოლუნტარი" რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია, ახლახან ეს გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ დატოვა. პირველი ტაიმი საქართველოს ჩემპიონმა 1:2 წააგო, საბოლოოდ კი 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლი კობოურმა გაიტანა.

"დინამო" (სასტარტო): მიგინეიშვილი, კობოური, ჯანგიძე, ჩუკოვიჩი, იაშვილი, პაპავა, კუხიანიძე, კუცია, ბაბუნაძე, კამარა, მჭედლიძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: სანდოხაძე, ქიმაძე, აწყურელი, კალანდაძე, ქარდავა, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ბუღრიძე, ახვლედიანი, კაპანაძე

"დინამო" შეკრებაზე კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძაან სუსტი ფეხბურთელები მოგყავთ...ეს არარის გაძლიერება და აი შედეგიც...
ოთო
09:55 19-01-2020
0
მაგრად მაინტეტესებს ფიფიამ როგორ დაშალა ტორპედო,ჯადო გაუკეთა?
Jordan Beli
06:46 19-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული