მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი თბილისის "დინამოს" შეუერთდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მეორე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ორჯერად ვარჯიშებს ატარებს.

გუნდს ორი ფეხბურთელი შეუერთდა - 23 წლის გვინეელი მარჯვენა ნახევარმცველი გასტონ კამარა და 26 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი იგორ ჩუკოვიჩი.

კამარა ადრე "ინტერში", "ბარიში", "მოდენაში", "ბრეშიაში", "ჟილ ვისენტესა" და "ლეიქსოეშში" თამაშობდა. მას "ნერიაძურიში" 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ჩუკოვიჩს, ის ბოლოს "რუდარის" ღირსებას იცავდა.

თბილისის "დინამო" შეკრებაზე თვის ბოლომდე დარჩება და 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაგრად ტეხავს რა! დინამოს ტრანსფერები მკლავს!
0
https://www.transfermarkt.com/gaston-camara/profil/spieler/285920

გასტონ კამარა სერია დ-ს ფეხბურთელი სირცვილია რო სინჯზე ყავს დინამოს
ესე აპირებენ ჯგუფში შესვლას??
ლოჩოშვილი არ უნდათ, შულაია საერთოდ არ წაიყვანეს

და ჯგუფში შესვლაა მიზანი?!!!
რატი
16:31 18-01-2020
4

სიახლეები პოპულარული