ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრებმა უეფასა და ფიფას გუნდები დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ბათუმში მიმდინარე ზამთრის თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ უეფას და შემდეგ ფიფას გუნდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

პირველ მატჩში, ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ნაკრები 5:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები სირაძემ, რევაზიშვილმა და დემატრაძემ გაიტანეს, იაშვილმა კი დუბლი შეასრულა.

მეორე შეხვედრაშიც ქართველებმა 5 გოლი გაუტანეს ფიფას გუნდს, საპასუხოდ კი 3 მიიღეს. 

აღსანიშნავია, ფიფას ნაკრებთან მატჩი უჩვეულოდ დაძაბული იყო და მსაჯმა ფეხბურთელებს 4 წითელი ბარათი უჩვენა, 2 ჩვენ და 2 მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ფიფას გუნდში ორი გაძევებული ფეხბურთელი
დან, ორივე ბერძენი იყო - კარაგუნისი და კაცურანისი. 

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები თურქეთის გუნდს შეხვდება. 


altზამთრის თასი. საქართველო - ფიფა [LIVE]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული