საქართველოს ფუტსალის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სპორტის სასახლე უმასპინძლებს. უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 16 მოთამაშე გამოიძახა.

​საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

​მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (ჯორჯიანსი, თბილისი), დავით კეპაშვილი (თსუ, თბილისი)

მცველები: თალეს ფეიტოსა (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი
(ჯორჯიანსი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მალხაზ მურცხვალაძე (სორო-კომპანია, უზბეკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), შოთა თოფურია (ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (დაროჟნიკი, ბელარუსი)

​თავდამსხმელები: ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანია, უზბეკეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ცრნიცა, ხორვატია), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პოლონეთი), ირაკლი თოდუა (აეკ ლარკანა, კვიპროსი)

ევრო 2020-ის საკლაფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება თავისუფალია, ჩვენი გუნდის სამივე შეხვედრას კი, პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 29 იანვარს 19:00 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

Sportall.Ge
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის განრიგი

შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებთან ერთად ხუთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის აპრილში გაიმართება. კონტინენტის პირველობას კი, 2022 წელს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდ ფეხბურთში ხომ რა სახელების გუნდებში არ მიდან და აქ საერთოდ სრული მარაზმია.
აი კპრფ რომ გუნდი ქვია იქიდან როგორ უნდა გამოიძახო? ამ 4 ასოს ერთად ხსენებაც კი სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს !
მიხაელ
20:07 25-01-2020
5
კოსოვოს პრობლემაც მოგვარებულა :დდ
geno
18:49 25-01-2020
1

სიახლეები პოპულარული