ანგარიში მე-5 წუთზე გერმანელებმა გახსნეს, დამატებაზე ყველას ფიშერმა დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა, შორეული დარტყმით გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა.
გერმანია 1:3 საქართველო
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
გერმანია: პლესი, ვიტინგი, ჰოფმანი, ფიშერი, სიპაჰი
სათადარიგო შემადგენლობა: ვიგელსი, შნიტზერლინგი, ფრანკე, კლაუსი, მეიერი, სოზერი, ვებერი, საგლამი, გიუნტერი
მთავარი მწვრთნელი: მარსელ ლოოსველდი
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), ვიტალი რაკუცკი (ბელარუსი)
გაფრთხილება: პლესი (10:44), სებისკვერაძე (16:16), კურტანიძე (26:55), სიპაჰი (27:30), ჯვარაშვილი (32:30)
გოლები: 1:0 ფიშერი (04:55), 1:1 სებისკვერაძე (10:46), 1:2 თალესი (28:59), 1:3 ჯვარაშვილი (30:53)
დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვო ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 4:2 გაიმარჯვა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით