მოპოვებული გამარჯვებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.
საქართველო - ავსტრია 9:2
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია,
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ავსტრია: მრსიჩი, დიზდარევიჩი, იატიჩი, ვაშაუნერი, მუჰარემოვიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: ცესოვიჩი, ვოზენილეკი, ვუკოვიჩი, მაიცი, ბინდერი, ილმაზი, შტეინვანდტერი, ბიცერი, მილენკოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: პატრიკ ბარბიჩი
მსაჯები: ვიქტორი ბუგენკო (მოლდოვა), ადრიან შოპი (შვეიცარია), იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია)
გაფრთხილება: ბინდერი (14:37), გიორგაია (26:26)
გოლები: 1:0 სიმი საიოტი (00:26), 2:0 სებისკვერაძე (07:46), 2:1 ვოზენილეკი (08:06), 3:1 სებისკვერაძე (09:50), 4:1 სიმი საიოტი (15:33), 5:1 სებისკვერაძე (15:52), 6:1 სიმი საიოტი (17:44), 6:2 შტაინვანდტერი (18:41), 7:2 სიმი საიოტი (23:27), 8:2 თალესი (24:42), 9:2 ჯვარაშვილი (39:04)
დღესვე საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანია კოსოვოს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 8:4 გაიმარჯვა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს პირველ თებერვალს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით