საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩშიც იმარჯვა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა კოსოვო 6:1 დაამარცხა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
აქამდე ჩვენმა გუნდმა გერმანიას (3:1) და ავსტრიას (9:2) მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 2021 წელს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, სადაც ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება. მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება. კენჭისყრა ამა წლის 14 მაისს გაიმართება.
საქართველო - კოსოვო 6:1
გოლები: 1:0 სებისკვერაძე (2), 2:0 საიოტი (8), 3:0 სებისკვერაძე (18), 4:0 კურტანიძე (26), 4:1 მაჯარაი (28),
5:1 სებისკვერაძე (29), 6:1 თალესი (30)
გოლები: 1:0 სებისკვერაძე (2), 2:0 საიოტი (8), 3:0 სებისკვერაძე (18), 4:0 კურტანიძე (26), 4:1 მაჯარაი (28),