ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ცოცხალი ლეგენდა - გელა კეტაშვილი ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. გამომდინარე მისი პოპულარობისა, კოლეგები ცდილობდნენ, სახუმარო ამბების დროს გელა ისტორიის ეპიცენტრში მომხვდარიყო.

1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები სოხუმის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა. ისინი სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ. შეკრებამდე თბილისის "დინამოს" მცველმა "ვოლგა" შეიძინა. იმ პერიოდში ეს მანქანა საბჭოური ავტოინდუსტრიის პიკი იყო და გელა მისით ამაყობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს "ვოლგა" ახალი არ ყოფილა და კეტაშვილამდე ტაქსის სერვისში ამუშავებდნენ. სწორედ ამ ფაქტის გამოყენება გადაწყვიტეს ალექსეი ჩერედნიკმა და
ვლადიმირ ლიუტიმ.

ერთხელ ღამით "დნეპრის" ფეხბურთელებმა გელას მანქანას სახურავზე დაადგეს ტაქსის ნიშანი და კარებზე მიაკრეს "შორსმავალი ტაქსის სერვისი". დილით გაღვიძებულმა კეტაშვილმა საკუთარი მანქანა ვერ იცნო და დაბნეული ყვიროდა: "ვაი, ვაი, სადაა ჩემი მანქანა" (Вай, вай! Гдэ моя машина?). "ვუყურებდი და ვერ გამეგო, ნომრები იგივე ჰქონდა, მაგრამ თვითონ მანქანა... - იხსენებდა გელა. - ერთ მომენტში ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ჩემი "ვოლგის" დაბრუნება გადაწყვიტეს ტაქსის სერვისში. ბიჭები ამ დროს კი დამცინოდნენ."

მომზადებულია footclub.com.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ასიერ დელ ორნო თუა სადმე? ან ჯერემი ნჯიტაპი?
სანდეი ოლისე? არც ესაა.
ეეეჰ
მიდი გელა მოდი გელა
ჯამი ჭურჭელია
14:16 11-02-2020
0
საბჭოური ისტორიები ისტორიაში დარჩეს და ნუღაც გავიხსენებთ.
ასე აჯობებს ჩვენთვის ყველასთვის.
კეტაშვილს რაც შეეხება, ამ უნიჭიერესმა მოთამაშემ „ქართული“ მეტატლიტეტით და საქმისადმი „ქართული“ მიდგომით დაინგრია კარიერა და 25 წლის ჩამოსაწერი გახდა ფეხბურთიდან.
გიორგი
13:45 11-02-2020
1

სიახლეები პოპულარული