ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ცოცხალი ლეგენდა - გელა კეტაშვილი, ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. გამომდინარე მისი პოპულარობიდან, კოლეგები ცდილობდნენ, სახუმარო ამბების დროს გელა ისტორიის ეპიცენტრში მოხვედრილიყო.

1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები სოხუმის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა. ისინი სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ. შეკრებამდე თბილისის "დინამოს" მცველმა "ვოლგა" შეიძინა. იმ პერიოდში ეს მანქანა საბჭოური ავტოინდუსტრიის პიკი იყო და გელა მისით ამაყობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს "ვოლგა" ახალი არ ყოფილა და კეტაშვილამდე ტაქსის სერვისში ამუშავებდნენ. სწორედ ამ ფაქტის გამოყენება გადაწყვიტეს ალექსეი ჩერედნიკმა და
ვლადიმირ ლიუტიმ.

ერთხელ ღამით "დნეპრის" ფეხბურთელებმა გელას მანქანას სახურავზე დაადგეს ტაქსის ნიშანი და კარებზე მიაკრეს "შორსმავალი ტაქსის სერვისი". დილით გაღვიძებულმა კეტაშვილმა საკუთარი მანქანა ვერ იცნო და დაბნეული ყვიროდა: "ვაი, ვაი, სადაა ჩემი მანქანა" (Вай, вай! Гдэ моя машина?). "ვუყურებდი და ვერ გამეგო. ნომრები იგივე ჰქონდა, მაგრამ თვითონ მანქანა... - იხსენებდა გელა. - ერთ მომენტში ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ჩემი "ვოლგის" დაბრუნება გადაწყვიტეს ტაქსის სერვისში. ბიჭები ამ დროს კი დამცინოდნენ."

მომზადებულია footclub.com.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოკლედ საქართველოში იმდენი „ლეგენდებია“, მოცეკვავე „ვარსკვლავი“ და „ულამაზესი“ გოგონები ................
***
10 მარტი 2020 14:08
23
ასიერ დელ ორნო თუა სადმე? ან ჯერემი ნჯიტაპი?
სანდეი ოლისე? არც ესაა.
ეეეჰ
მიდი გელა მოდი გელა
ჯამი ჭურჭელია
11 თებერვალი 2020 14:16
21
საბჭოური ისტორიები ისტორიაში დარჩეს და ნუღაც გავიხსენებთ.
ასე აჯობებს ჩვენთვის ყველასთვის.
კეტაშვილს რაც შეეხება, ამ უნიჭიერესმა მოთამაშემ „ქართული“ მეტატლიტეტით და საქმისადმი „ქართული“ მიდგომით დაინგრია კარიერა და 25 წლის ჩამოსაწერი გახდა ფეხბურთიდან.
გიორგი
11 თებერვალი 2020 13:45
13
მაგ 25 წლისათვის,უკვე იმდენი ტრავმა გადაიტანა,რომ კიდევ ყოჩაღ.თავი არასოდეს დაუზოგია,ოლიმპიური ოქროს მედალიც ქვეყანას შესწირა და დავუფასოთ.
სოსო
29 აპრილი 2020 18:45
0
ხო, საბჭოთა კავშირის ისტორიების ნოსტალგიურ გახსენებას თავი დავანებოთ და თანამედროვე სპორტს დავუბრუნდეთ ჯობია.
mamuka
04 თებერვალი 2020 13:32
18
Vaxo, გეთანხმები ეგრეა, არც ჩვენი საქციელია მოსაწონი და ამათ ღლიცინს რატომ ვავრცელებთ ეგეც არ მესმის
Valderrama
04 თებერვალი 2020 11:18
4
ისტორია იმაზეა, თუ როგორ დასცინიან რუს- უკრაინელები მათი ჭკუით გოიმ ქართველს ( ვაი-ვაი და გდე მეტყველებს მაგაზე) და იმას რომ ქართული აქცენტია მათთვის დასაცინი. ავტორი ამას საოცარი ქართულით თარგმნის და ჩვენ სად გავიცინოთ?:)
Valderrama
04 თებერვალი 2020 09:12
10
არ არის სასიამოვნო ხოო ? ზუსტად ეგრე დავცინით ხოლმე ჩვენც სომხებს, აზერებს, ოსებს... მათ აქცენტზე ვქილიკობთ, მათ ეროვნულ თავისებურებებზე ვღადაობთ.
ზოგადად ასე ხდება მეზობლებში. ამერიკელებიც დასცინიან მექსიკელებს თუ კანადელებს, ევროპაშიც ხშირია იგივე. დიდად გულთან მისატანი არაა, მაგრამ ჩვენ მაინც გვწყინს ))
vaxo
04 თებერვალი 2020 11:05
1
გელა გეტაშვილი
zurabi
04 თებერვალი 2020 00:12
6
ვლადიმირ ლიუტმა არა, ვლადიმირ ლიუტიმ (Владимир Лютый)
korben dallas
03 თებერვალი 2020 17:46
2
„გამომდინარე მისი პოპულარობისა“ კი არა, არამედ „მისი პოპულარობიდან გამომდინარე“ :)
თბილისელი
03 თებერვალი 2020 16:39
1

სიახლეები პოპულარული