თბილისის "დინამო" მეორე შეკრებაზე საკონტროლო მატჩში სერბეთის "რადნიკს" დაუზავდა - 2:2.
ანგარიში 43-ე წუთზე კაპანაძემ გახსნა, შესვენების შემდეგ პავლოვმა საპასუხო გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე იოკიჩმა სერბული გუნდი დააწინაურა, ხოლო 78-ეზე ახვლედიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"დინამო" (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, ორშულა, კუხიანიძე, კაპანაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: მამარდაშვილი, იაშვილი, სანდოხაძე, ქიმაძე, ქარდავა, ზარია, მუჯირი, ბუღრიძე, ახვლედიანი
სპარინგში მონაწილეობა ვერ მიიღეს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულმა ლუკა კუტალაძემ, თორნიკე ჯანგიძემ, სანდრო კალანდაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლაშა აწყურელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ტრავმირებულმა ნოდარ ქავთარაძემ.
"დინამომ" პირველ შეკრებაზე სამივე შეხვედრა წააგო - რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3) და კრაკოვის "ვისლასთან" (2:3).
აბა ბურთის გორება თუ აქამდე ვერ ისწავლეს, აწი წასულია ამათი საქმე. აწი ესენი სირბილს ვერა, მაგრამ ძუნძულს კი ისწავლიან, თან როგორ ძუნძულს იცით?
ნწუ! შეგშურდება პენსიონერ კაცს.
დინამო! დინამო! დინამო! იდი ნა მოოოოოოოოოო!!!
ჩემი ხბო ყვირის ესე მოოოოოოოოოოოოო!!! და გადავწყვიტე გულშემატკივართა თილისმა გავხადო, როცა რქები ამოუვა. ხბოს კი არა, ტრენერს და ფეხბურთელებს, თვარა ხბოოს? რომ ამოუვა, მაგაში დარწმუნებული ვარ. ამათში თავს ვერ დავდებ მარა, შანსი ქე აქვთ ხომ იცით!!!