ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში "საბურთალო" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტთან" 0:4 დამარცხდა.
გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.
"საბურთალო" (სასტარტო): ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე, კოხრეიძე, გაბედავა
შეცვლაზე შევიდნენ: დ. კუპატაძე, კაკუბავა, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მაჭარაშვილი, გოშთელიანი, ქავთარაძე, ლუმუ
"ზენიტი" (სასტარტო): ლუნევი, კარავაევი, რაკიცკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა
შეცვლაზე შევიდნენ: ვასიუტინი, ჟირკოვი, პროხინი, ივანოვიჩი, სმოლნიკოვი, ოზდოევი, შამკინი, ეროხინი, რიგონი, აზმუნი, შატოვი
გოლები: 0:1 სუტორმინი (21), 0:2 ბარიოსი (38), 0:3 შატოვი (60), 0:4 შამკინი (62)
შეგახსენებთ, შეკრებაზე "საბურთალომ" პირველი მატჩი ავსტრიის "ადმირასთან" 1:2 წააგო, შემდეგ შეხვედრებს კი მოსკოვის ცსკა-სთან და ესპანეთის "ალკოიანოსთან" ჩაატარებს.