როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის - "საბურთალო" - "ზენიტი" 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურ შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში "საბურთალო" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტთან" 0:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

"საბურთალო" (სასტარტო): ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე, კოხრეიძე, გაბედავა

შეცვლაზე შევიდნენ: დ. კუპატაძე, კაკუბავა, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მაჭარაშვილი, გოშთელიანი, ქავთარაძე, ლუმუ

"ზენიტი" (სასტარტო): ლუნევი, კარავაევი, რაკიცკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა

შეცვლაზე შევიდნენ: ვასიუტინი, ჟირკოვი, პროხინი, ივანოვიჩი, სმოლნიკოვი, ოზდოევი, შამკინი, ეროხინი, რიგონი, აზმუნი, შატოვი

გოლები: 0:1
სუტორმინი (21), 0:2 ბარიოსი (38), 0:3 შატოვი (60), 0:4 შამკინი (62)

შეგახსენებთ, შეკრებაზე "საბურთალომ" პირველი მატჩი ავსტრიის "ადმირასთან" 1:2 წააგო, შემდეგ შეხვედრებს კი მოსკოვის ცსკა-სთან და ესპანეთის "ალკოიანოსთან" ჩაატარებს.

 

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
არარატ-არმენიას პრეზიდენტო ხეჩიკ, იულიუს კეისარო კობიაშვილო, მესმის პარლამენტარ-პრეზიდენტობა რთულია, ისიც მესმის როცა ოფიციალური შეხვედრაა და სხვა გამოსავალი არაა, დისკვალიფიკაცია გვემუქრება, მაგრამ როცა არავინ გაძალებს და შენს სურვილზეა ოკუპანტი ქვეყნის გუნდებთან თუ ნაკრებებთან სპორტის არცერთ სახეობაში "ამხანაგური" თამაში არ უნდა დაგეგმო, თუ ამხანაგები და ძმაკაცები არიან რატომ გვაქვს მაშინ პრეტენზია, ძმაკაცურად ვაჩუქოთ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. პ.ს. ეხლა ვინმემ ნაც-სექტობა არ დამწამოს, იმას არ ვიძახი რომ რუს-მონღოლებთან დიალოგი თუნდაც პირდაპირი არ გვქვონდეს, მაგრამ ამხანაგური თამაშები ამ ეტაპზე ძალიან ზედმეტია
llcl
07 თებერვალი 2020 08:03
9
რატომ არ უნდა მოუგთ ზენიტს?რა ისეთი გუნდია ზენიტი? აი ცესკას დაადეთ და გაჩუმდებიან ეს მერუსეთეები
ucha
07 თებერვალი 2020 07:46
3
სწორი თქვა G.LA-მ და რატომ ადისლაიქებთ? ჯერ ერთი, "ამხანაგურებს" რუსებთან რატომ ნიშნავენ, ამხანაგები არიან? არაფერი არ ხდება ჩვენს შორის, რომ არ იმჩნევენ? არა უშავს? თუ "სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა"? ქართველებს რომ ხოცავენ და ქართულ მიწებს ითვისებენ ეს მხოლოდ პოლიტიკაა და მეტი არაფერი?
Burton
07 თებერვალი 2020 03:26
6
ეს თამაში რომ დიდი ანგარიშით დამთავრდებოდა და ცსკა-სთანაც დიდი ანგარიშით წააგებენ ამას იდიოტი ვერ მიხვდება მხოლოდ. ხოდა იდიოტია ის ვინც ოკუპანტ ქვეყნის გუნდებთან წინასწარ წაგებულ თამაშებს გეგმავს და აჩმორებს ქვეყნის იმიჯს, ისედაც დამცირებულს...ყველაფერში ეტყობა ხეჩიკაშვილს რომ ფიქრი ტვინით მისი სუსტი მხარეა))
G.LA
07 თებერვალი 2020 01:42
10
კარგად მოემზადეთ და იქნებ მერე ათამაშდეთ
შოკირებული გულშემატკივარი
07 თებერვალი 2020 01:39
0
ზენიტი კი არა საბურთალოს დონის გუნდს მესამე ლიგელი ზვეზდა რიაზანი ათრევს ნახმარი პლაშივით სამწუხაროდ ფინანსებში რესურსებში და კლასშიც დიდი სხვაობაა მწარე მავრამ უტყუარი რეალობაა რუსეთის მთავარი ლიგის კლუბებთან კი არა სომხეთის წყალწყაყებული ჩემპიონატის რამოდენიმე კლუბებსაც ბევრით ვერაფრით ვჯობნით იქნება ტორპედოში დიდი მოლოდინებია და გაათრიოს ქართული საკლუბო ფეხბურთის ნამუსი ევროტურნირებზე და რაღაცას ისეთ ღირებულს მან მაინც მიაღწიოს რასაც ქართულო საკლუბო ფეხბურთისაგან თითქმის საუკუნის მეოთხედია ამაოდ ველოდებით
Plorot
07 თებერვალი 2020 00:20
2
სამწუხაროდ კლასში და მომზადების დონე ჩვენზე ასჯერ მეტი აქვთ უფრო ზენიტის ლეგიონერებს
irakli
06 თებერვალი 2020 22:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული