"საბურთალო" ესპანეთში ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში ავსტრიის "ადმირასთან" 1:2 დამარცხდა, - ეს ცნობა საქართველოს თასის მფლობელმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა:
"პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მორჩა, სამივე ბურთი მეორე ნახევარში გავიდა. თავდაპირველად ავსტრიელები დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის შუაში ანგარიში ლევან ყენიამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, ხოლო მატჩს წერტილი ავსტრიელებმა თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დაუსვეს.
"საბურთალოს" შემადგენლობაში ითამაშა 23 წლის ჰოლანდიელმა ოპდამ ლევიმ, რომელიც ესპანურ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფება. ასევე მთავარი მწვრთნელის დაკვირვების ქვეშაა ჰოლანდიელი იურიხ კაროლინაც.
მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩვენი გუნდი 6 თებერვალს,
პირველი ტაიმი: ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, კაკუბავა, ლევი, კაროლინა, გოშთელიანი, მაჭარაშვილი, ლუმუ, კოხრეიძე, ქავთარაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ყენია, გაბედავა, ჭიჭინაძე, გრიგალაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ჟარდელი, ლაკვეხელიანი, ცნობილაძე.