გაირკვა მიზეზი, თუ რატომ არ შეხვდა ცსკა "საბურთალოს"

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი ვებგვერდით მოსკოვის ცსკა-სთან დანიშნული საკონტროლო შეხვედრის ჩაშლის მიზეზი განმარტა:

"ცსკა-სთან სპარინგ-მატჩი, რომელი დღეს, 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, მეტოქე გუნდის თხოვნით აღარ ჩატარდება. წერილში, რომელიც ჩვენმა კლუბმა ცსკა-სგან მიიღო, ნათქვამია, რომ რუსულ კლუბს 9 თებერვალს "ზენიტთან" უწევს ამხანაგური შეხვედრა. ასევე, გუნდს შეეცვალა გეგმები, რის გამოც ამხანაგური მატჩის გაუქმება უწევს. "არმიელები" ბოდიშს იხდიან აღნიშნული ფაქტის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში გამართავენ ჩვენთან სპარინგ-მატჩს.

რაც შეეხება "საბურთალოს" მომდევნო სპარინგ-მეტოქეს, მოგვიანებით გაირკვევა. დასკვნით ამხანაგურ მატჩს კი ჩვენი გუნდი გეგმის მიხედვით 13
თებერვალს, ესპანურ "ალკოიანოსთან" გამართავს".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
თავიდანვე დიდი შეცდომა იყო ამხანაგური (მეგობრული) თამაშის დაგეგმვა ოკუპანტ არმიის გუნდთან. ამაზე მეტი უტვინობა სხვა რა უნდა გააკეთო მე არ ვიცი. ღალატი მარტო მტრისთვის ჩაკეტილი ჭიშკრის გაღება ღამით კი არაა რომ შემოაპარო. ღალატი საკუთარი ქვეყნის პრინციპებიცაა, რაც არ ესმით საბურთალოს მესვეურებს. ეს გუნდი სულ უფრო და უფრო მძულდება არარატის შემდეგ. ხეჩიკაშვილი როგორც პიროვნება ჩემთვის უკვე მიუღებელი პერსონაა და სამარცხვინო ერის ადამიანი.
G.LA
09:38 10-02-2020
3
ძალიან კარგი თუ აღარ შეხვდება არანაირი სურვილი არ მაქვს ვუყურო როგორ იჩაგრება ქართული კლუბი რუსულ კლუბთან და თან მითუმეტეს არმიულ კლუბთან ობიექტური ვარ და ცესკასთანაც დიდი ალბათობით წავაგებდით ამის მეორედ ხილვის არანაირი სურვილი არ მაქვს მე პირადად
გიორგი
01:57 10-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული