იუბილარი ზაზა ჯანაშია იხსენებს, როგორ ეძებდა ერთი თვე სიომინი

AutoSharing Option
10 თებერვალს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია 44 წლის გახდა. "ლოკომ" ჯანაშიას დაბადების დღე მიულოცა და მასზე წერილი გამოაქვეყნა.

დღე ისტორიაში. ზაზა ჯანაშია

"ლოკომოტივის" ლეგენდარულმა ფორვარდმა დაბადების დღე აღნიშნა

ჯანაშია ზუგდიდში დაიბადა. უკვე 14 წლისა "ოდიშში" მიიწვიეს, რომელიც მაშინ საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. 1995 წელს "სამტრედიაში" 19 მატჩში 15 გოლი გაიტანა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყურადღება მიიპყრო.

"ერთხელ შეკრებაზე ჩემი "სამტრედია" თამაშობდა - მეტოქეები "დინამო", "ტორპედო" და "ლოკო" იყვნენ. ყველა დავამარცხეთ, მე კი ყოველ მატჩში ბევრი გოლი
გავიტანე. იმ დროს ჩვენი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა იყო - პატივცემული ადამიანი. მას ჰკითხეს, ჰყავდა თუ არა გუნდში კარგი ფეხბურთელები? მან უპასუხა: "თავადაც ნახეთ. ჯანაშია". მოგვიანებით უეფას თასზე ვთამაშობდით და სიომინის ხალხი მოვიდა. კვლავ წარმოვაჩინე თავი და "ლოკომოტივი" პირდაპირ ჩემზე გამოვიდა...

არ მინდოდა მოსკოვში წასვლა, მაგრამ მოლაპარაკებებზე გამგზავრება მომიწია. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ პასპორტი არ მქონდა. საქართველოში თვითმფრინავში ჩაჯდომა ძნელი არ იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეკეთებინა რუსეთში. თვითმფრინავი დაეშვა, ყველა ჩავიდა, მე კი ვზივარ. ჯარისკაცებმა მკითხეს, ვის ელოდებიო? "არ ვიცი, თუმცა ახლა მომაკითხავენ", - მივუგე. მართლაც, წამიყვანეს თვითმფრინავიდან. მივედით - იქ კი სიომინი და ფილატოვი სხედან. მან ლამის კარიდან მომაძახა: "გილოცავთ, ზაზა, შენ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ხარ! აიღე კონტრაქტი და ხელი მოაწერე". მე კი განვუცხადე, რომ ხელს არაფერსაც არ მოვაწერდი. მათ კი, გაკვირვებულებმა: "ეს როგორ?" - "მე ხომ პასპორტი არა მაქვს!". მოკლედ, პასპორტის ასაღებად საქართველოში გავფრინდი და ერთი თვე დავიკარგე... მთელ საქართველოსა და მოსკოვში მეძებდნენ... პასპორტი და მართვის მოწმობა ერთ საათში გამიკეთეს და უკან, მოსკოვში გამამგზავრეს".

ჯანაშია უცბად გახდა "ლოკომოტივის" ძირითადი თავდამსხმელი, გულშემატკივრებს კი თავი ჟინიანი თამაშითა და გოლების სარტალ-მორტალეთი აღნიშვნით შეაყვარა, თუმცა გუნდს და მოსკოვს დიდხანს და რთულად ეგუებოდა.

"მოსკოვი ძალიან დიდი ქალაქია. საქართველოში ასეთი გზები არ არის. გზის მაჩვენებლები კი რუსულად როგორ წამეკითხა? თავიდან ვფიქრობდი, რომ 2-3 წელი ვითამაშებდი და საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ არსად არ მიშვებდნენ, ხოლო შემდეგ თავად ვერ წარმომედგინა თავი "ლოკომოტივის" გარეშე", - იხსენებს ზაზა.

"ლოკომოტივში" ჯანაშიამ 194 მატჩში 52 გოლი გაიტანა, ოთხჯერ გახდა თასის მფლობელი, სამჯერ - ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, ერთხელ კი - ბრინჯაოსი, ორჯერ გავიდა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში და საერთოდ, ევროტურნირებზე განსაკუთრებულად ირჯებოდა - 31 მატჩში 14 გოლი და მათ შორის 2 ჰეთ-თრიკი. ის ლეგიონერებს შორის ევროტურნირებზე გუნდის ბომბარდირია. ვერავინ აჯობა ზაზას!

ახლა ჯანაშია საქართველოში ცხოვრობს, სამ შვილს ზრდის და თავისი კლუბით, "ზუგდიდითაა" დაკავებული, რომელიც 2018 წელს შეიძინა.

altზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ

altზაზა ჯანაშია: "ლოკომოტივს" ჩემპიონთა ლიგაზე სხვა ფეხბურთელები სჭირდება

altზაზა ჯანაშია: ხვიჩა კვარაცხელია იური სიომინს დიდი ხანია აინტერესებს

altზაზა ჯანაშია: შეუძლებელია, საბა კვირკველიას ამ საქმესთან რაიმე საერთო ჰქონდეს

altზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა

altზაზა ჯანაშია: ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვიჩნდება

altზაზა ჯანაშია: ჩვენმა კალათბურთელებმა ყველას მაგალითი აჩვენეს!

მკითხველის კომენტარები / 8 /
1 დღეში რო გაუკეთეს პასპორტი და მართვის მოწმობა მაგიტო ქონდა შესაშური კარიერა ევროპულ გუნდებში))))))))
michael
19:39 11-02-2020
1
ჯანაშია ტიპიური მაგალითია თუ როგორ ღუპავს ადამიანებს და კარიერას უნგრევს ქართული მენტალობით და საქმისადმი მიდგომით ცხოვრება. ჯანაშიას მაღალი დონის ევროპულ კლუბებში უნდა ეთამაშა მისი ნიჭის პატრონს, მაგრამ ქართულმა მიდგომამ საქმისადმი დაღუპა.
ნაკრები? ნაკრებში ხომ საერთოდ ვერ წარმოაჩინა თავი...
ქინქლაძეს რა, იგივე არ დაემართა?
ლაშა ჯაკობიას?
სანდრო იაშვილს? კიდევ რამდენი ჩამოვთვალო..
ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელებმა მაიმუნობას გადააყოლეს კარიერა.
გიორგი
10:52 11-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული