თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში საჩხერის "ჩიხურამ" რუმინეთის პიტეშტის "არჯესი" 4:1 დაამარცხა.
"არჯესი" რუმინეთის ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი კლუბია, ახლა მეორე ლიგაში მეოთხე ადგილზეა და ელიტურ დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვის.
"ჩიხურამ", რომელსაც სოსო ფრუიძის ნაცვლად ვახტანგ თურმანიძე ჩაუდგა სათავეში, მეტოქე დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
საჩხერული გუნდიდან გოლები კორიფაძემ, წიქარიძემ და ისიანმა გაიტანეს, ხოლო ერთი გოლი საკუთარ კარში მოწინააღმდეგემ გაიტანა.
"ჩიხურამ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ჰამზიჩი, კორიფაძე, (შარვაძე), მაჩაიძე, მამასახლისი (კამლაძე), ჯავაშვილი, გვაზავა, ნონიკაშვილი (ტეფნაძე), წიქარიძე (ფოცხვერია), კიკაბიძე (ისიანი), ლექვთაძე (კაშია),
კახაბრიშვილი