თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" კიევის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.
ანგარიში 24-ე წუთზე კანძერამ გახსნა, მეორე გოლი კი 53-ე წუთზე რუსინმა გაიტანა. 86-ე წუთზე თბილისელებს ერთი საპასუხო გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრმ კუხიანიძეს პენალტი მეკარე ბუშანმა აუღო.
"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური, ნინუა, პაპავა, კუცია, პანგოპი, ქიმაძე, ორშულა
შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი,იაშვილი, ზარია, ლოჩოშვილი, ქარდავა, ბუღრიძე, კუხიანიძე, პერნამბუკუ, კალანდაძე, პერალესი
თბილისის "დინამომ" შეკრებაზე აქამდე 6 სპარინგი გამართა: რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3), კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), სერბეთის "რადნიკთან" (2:2), სერბეთის "მლადოსტთან" (0:1) და უკრაინის "ოლეკსანდრიასთან" (1:0).