ოლეკსეი მიხაილიჩენკომ ნამატჩევს თბილისის "დინამო" შეაქო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო საკონტროლო შეხვედრაში თბილისის "დინამო" კიეველ თანაკლუბელებთან 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს უკრაინული გუნდის მწვრთნელმა ოლეკსეი მიხაილიჩენკომ თავისი კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა და თბილისის "დინამოზეც" ისაუბრა.

- თბილისის "დინამო" ახლა ფორმაშია, მალე ჩემპიონატის სტარტი ელის. ეს შეკრებაზე ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო?
- თამაშის შემდეგ ჩემთვის შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი გახლდათ სისწრაფესა და ბრძოლაში. ქართული გუნდები, განსაკუთრებით, თბილისის "დინამო", ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბურთის ტექნიკური ფლობით. ერთი-ერთზე ბევრი ორთაბრძოლა იყო, ბევრი სწრაფი მოქმედება. ჩვენთვის ეს კარგი სპარინგი იყო.

- პირველ
ტაიმში თქვენი გუნდი ორგანიზებულად გადადიოდა დაცვიდან შეტევაზე, უნარიანად იყენებდა რიცხობრივ უპირატესობას. თქვენ მისი რეალიზაციით კმაყოფილი ხართ?

- ხან - კი, ხან - არა, რადგან პირველ ტაიმში რიგი შეცდომები დავუშვით, რომლებსაც შეიძლებოდა ძალიან სახიფათო კონტრშეტევები მოჰყოლოდა. იმისათვის, რათა ბურთს ფლობდე, საჭიროა დაცვიდან იერიშზე პასებით გადახვიდე. ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეტევის სწრაფად განვითარებაზეც არ ვამბობთ უარს. თამაშის სხვადასხვა ვარიანტს ვამუშავებდით.

- სიროტა და რომანჩუკი უკვე "მჭიდში" არიან?
- რა თქმა უნდა, რატომაც არა?! ზაბარნი და წიტაიშვილიც. რეზერვი გაგვაჩნია და კარგი კონკურენციაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მკვდარი მკვდარს აეკიდაო ამათზეა ნათქვამი!
ოლეგი
03:46 17-02-2020
1
მარჯვნივ რო კოცია ან ვინ არი ან რატოა დინამოᲨი?
გიორგი
08:49 17-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული