განახლებული "ტორპედო", რომელსაც იტალიელი მფლობელი და ახალი მწვრთნელი, მიხეილ აშვეთია ჰყავს, პირველ სპარინგში ეროვნული ლიგა 2-ის მარტვილის "მერანთან" 1:2 დამარცხდა.
"ტორპედო" ხელახლა ჩამოყალიბდა, ბუნებრივია, შეუთამაშებელია და წაგება გასაკვირი არც არის. ქუთაისურ გუნდს ვაჟა ტაბატაძემ უკაპიტნა.
ფოთში ჩატარებულ სპარინგში "ტორპედოდან" გოლი ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ გაიტანა, რომელიც ბათუმის "დინამოდან" გადავიდა, ხოლო "მერანიდან" - ამირან როხვაძემ და თემურ შარაშენიძემ.
"ტორპედო" (სასტარტო): ბულისკერია, ტაბატაძე, კასრაძე, მირცხულავა, ნადარაია, აბულაძე, ძარია, ივანიშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი, ფანცულაია
"მერანი" (სასტარტო): ნონოსი, ბიბილაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, გეგია, ქიქავა, ფაცაცია, წილოსანი, წულაია, წოწონავა, ჩხეტიანი
"მერანი" (სასტარტო): ნონოსი, ბიბილაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, გეგია, ქიქავა, ფაცაცია, წილოსანი, წულაია, წოწონავა, ჩხეტიანი