"სამტრედიამ" სომხეთის "ალაშკერტი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ამხანაგური მატჩი "სამტრედიასა" და სომხურ "ალაშკერტს" შორის ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში პირველ ნახევარში გიორგი ჯგერენაიამ გახსნა. მეორე ნახევარში კახა კაჭარავამ ცვლილებები განახორციელა.

თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ღირდალაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

"ალაშკერტთან" მატჩი 7-მა ფეხბურთელმა - რიკარდო პერეირამ, ლაშა თოთაძემ, ანატოლი მესიაჩენკომ, გუჯა რუხაიამ, ნიჯატ ყურბანოვმა, შალვა ნადირაძემ და კონსტანტინე სეფიაშვილმა - გამოტოვა.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას უკვე 22 თებერვალს, ყაზახური "ორდაბასის" წინააღმდეგ გამართავს.

"სამტრედიას" შემადგენლობა: სიკაჩი, ინკუმი, ჯგერენაია, კამბა, საჯაია,
პავიშიჩი, კერძევაძე, ქოჩლაძე, კვირკვია, ილურიძე, კრსტევსკი

შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კამაცუ, დიზი, იმნაძე, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, ლუკავა

fcsamtredia.com

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედია თუ კაჭარავამ კარგად დაალაგა რგოლები ეს გუნდი მაღალ ადგილებზე იბრძოლებს
dato
18 თებერვალი 2020 15:15
0
ანტალია ადრე დიდ არმენიაში შედიოდა, ცავატანემ ასე, რომ ჩვენ ჩვენ საკუთარ მიწა-წყალზე დავდივართ!
გევორქ
18 თებერვალი 2020 13:13
8
დავიჯერო სომხები თურქეთში ემზადებიან ?
გელა
18 თებერვალი 2020 08:15
2

სიახლეები პოპულარული