"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/fczesta

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საბავშვო აკადემიას საქართველოს დედაქალაქში, თბილისის ზღვაზე კლუბის მფლობელობაში არსებულ ბაზაზე ხსნის.

აღნიშნული ინფორმაცია "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა:


"მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემია.

კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ.

სავარჯიშო პროცესი წარიმართება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც სისტემატურად ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აცხადებს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას", -
ვკითხულობთ განცხადებაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები.
იმერელი
20:09 18-02-2020
0

სიახლეები პოპულარული