ბათუმის "დინამომ" შეკრება ორი მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
თურქული შეკრების უკანასკნელ დღეს ბათუმის "დინამომ" ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

ჯერ თევდორაძის მიერ 81-ე წუთზე გატანილი პენალტით უზბეკეთის "ნავბაჰორს" 1:0 სძლია, შემდეგ კი უკრაინის "დესნას" დაუზავდა - 1:1. ბოლო შეხვედრაში აჭარული გუნდიდან გოლი დვალიშვილმა გაიტანა.

აქამდე "დინამომ" 5 სპარინგი გამართა: კრაკოვის "ვისლასთან" (1:1), სერბეთის "რადნიჩკისთან" (3:1), პლოვდივის "ლოკომოტივთან" (2:0), დონეცკის "ოლიმპიკთან" (0:1) და "დნიპროსთან" (1:2).

"დინამო" ხვალ ბათუმში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული