გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევ გოგიტა გოგუასთან, რომელიც ამჟამად თბილისის "შევარდენი 1906"-ის მოთამაშე-მწვრთნელია და ფეხბურთელმა ეროვნული გუნდიდან მისი გაშვების შესახებ ისაუბრა.

"მოედანზე 3-4 კაცს ვერ ვატყუებდი, მაგრამ ყოველთვის გულს ვდებდი. დრო გავიდა და მახსენება ის უსიამოვნებები, რომლებიც მწვრთნელებთან მქონია. ვფიქრობ და თავს დამნაშავედ მაინც ვერ ვაღიარებ. მოედანზე ყველაფერზე პასუხისმგებელი მოთამაშეა.

თავს არავის დავუხრიდი და შეურაცხყოფას არავის ვუტარებდი, რადგან პიროვნება თუ არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. საწყენია, რომ ეს ზოგს სხვაგვარად ესმოდა. იცით, გული რაზე მწყდება? ერთი ხელის
მოსმით მომიშორეს, თანაც რის გამო? ვარჯიშზე ერთი არასწორი პასისთვის...

დღემდე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მომექცნენ. სწორედ ეს გამოცდილება მალაპარაკებს, რომ მწვრთნელის უპირველეს მოვალეობაში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელთან ურთიერთობის დალაგება და მისი კარგად გაგებაა, პირდაპირ ხელი კი არ უნდა ჰკრა", - აღნიშნა გოგუამ.

გოგიტამ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზეც გააკეთა, რომელთან ერთადაც ადრე უმუშავია.

"რამენსკოეს "სატურნში" მუშაობის პერიოდში ვაისმა გუნდში მიმიწვია და სანამ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. მასთან ვარჯიში და მოედანზე გასვლა მსიამოვნებდა. არც კი მიცნობდა და მაინც მენდობოდა.

ნაკრებში 1 თამაშის შანსის მოცემის ღირსი ვიყავი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა. ბოლოს კახა ცხადაძემ გამომიძახა, თუმცა შემდეგ კუნთი გამიწყდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. მაგრამ მიწვევისათვის მუდამ კახა ცხადაძის მადლობელი ვიქნები".

ბოლოს გოგუა ბელარუსთან მარტის დაპირისპირებასაც შეეხო.

"ბელარუსთან შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენი მეტოქე არაა ის გუნდი, რომ ვერ დავამარცხოთ. რაც მთავარია, ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, სადაც ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან - მე ამ გუნდის მეიმედება.

ჩვენი ნაკრებიდან ჯაბა კანკავას გამოვარჩევდი. როცა ასეთი კაპიტანი გყავს, ბევრს შეძლებ. პლუს - ლორია, კვირკველია, ოქრიაშვილი, რომელთაც მაღალ დონეზე უთამაშიათ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ახალი თაობიდან და წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს.

თავს უნდა შთააგონონ, რომ მეტი შეუძლიათ. დააკვირდით, ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია. ერთა ლიგის ბარიერის გადასალახავად მათ თავდაჯერებულობა სჭირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება აგვიხდება", - განაცხადა გოგუამ.



მკითხველის კომენტარები / 22 /
"ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია"

ნეტა მართლა ასე იყოს...
sormona
25 თებერვალი 2020 15:28
2
საქმის კეთებას პროფესიონალიზმი უნდა და არა ემოციები და სიხისტე.როცა ნაკრების მაისური გაცვია იქ პირადი გვერდზე უნდა გადადო.უშეცდომო არავინ არააა. გამოდის რომ სხვა ფეხბურთელები ნაკრებში იტანდნენ შეურაცყოფას და მარტო გოგუამ ვერ აიტანა და მაგიტომ აითვალისწუნეს!
gabo
25 თებერვალი 2020 14:54
1
გოგუა ერთი არაზუსტი პასისთვის არ მოუშორებიათ... მიზეზი ბევრმა ვიცით. თვითონ გაიხსენოს ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგ ვარჯიში...
Teimurazi
25 თებერვალი 2020 14:53
2
გოგუ მაგარი კაცია და ხისტი მინდორზე.რა არ მოგწონს შენ? წადი და შენ ნაცებს მიხედე მიშა-ბოკერიას,
peles
25 თებერვალი 2020 14:29
18
რა შუაშია ნაცი და მიშა და ბოკერია, ასეთი აზროვნების რომ ხართ მიტოა კარგად ფეხბურთის საქმე. მე გოგუას მინდორზე გაკეთებული საქმე არ მინახავს და მინდვრის გარეთ შეიძლება მაგარი კაცია.
გატუზოც იყო ხისტი მარა აკეთებდა საქმეს და ფეხბურთელი იყო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა საქმეში
pele
25 თებერვალი 2020 15:25
5
ერთი გამაგებინეთ რომელ ქვეყანაშია ქართველი გუნდის ლიდერი? ყაზახეთში და ტაჯიკეთში? ტოპ 5 ჩემპიონატში საუკუნეა მოთამაშე არ გვყოლია. პ.ს მჭედლიძე არ ითვლება))
gio
25 თებერვალი 2020 13:53
6
გოგიტა გოგუა ნაკრებიდან ყოველთვის მებრძოლ და გულიან ფეხბურთელად მახსოვდა. სამწუხაროდ, შარშან ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ თამაშში მისი შესრულებით (სიმულაციები, პროვოკატორობა) რაც ვნახე, შთაბეჭდილება სრულიად წამეშალა.
ქართული ფეხბურთი
25 თებერვალი 2020 13:50
1
სამტრედიას ეროვნულ ლიგაში დასააბრუნებლად დაეხმარა რაც შეეძლო რაც შეეხება პიროვნებას ნუ რაც არის არის ეხლა უდგას ის პერიოდი მოთამაშე მწვრთნელია და ვნახოთ მისი თვალით დანახული ფეხბურტელი შეცდომისას რა შენიშვნას მისცემს.
samtredski
25 თებერვალი 2020 13:32
1
ყოველთვის მიხაროდა გოგუას თამაშის ყურება, ესეთი მებრძოლი ფეხბურთელი უხდებოდა და სჭირდებოდა ნაკრებს, სამწუხაროა რომ სათანადოდ ვერ დააფასეს
გიორგი
25 თებერვალი 2020 13:07
6
ამაზე "ხისთავიანი" ფეხბურთელი მე არ მახსენდება, კაცი ჯარიმა, კაცი ყვითელი ბარათი, კაცი მენთეშაშვილი
pele
25 თებერვალი 2020 13:03
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული