საქართველოს ქალთა ნაკრებმა მალტასთან გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
2021 წლის ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეექვსე მატჩიც წააგო.

ჩვენი გუნდი სტუმრად მალტასთან 1:2 დამარცხდა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები კუშერისა და ბუგეჟის გოლებით დაწინაურდნენ, ანგარიში კი ჭყონიამ შეამცირა.

საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჭყონია, ტატუაშვილი, ქველიძე (ქადაგიშვილი 66), სუთიძე, ბაქრაძე (ჩემინავა 75), თოდაძე, რაუხი

14 აპრილს ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გული არ გაიტეხოთ გოგონებო.როგორც ყოველთვის ეხლაც მქონდა იმედი რომ თუნდაც ქულას აიღებდით,მაგრამ თბილისში ისრაელთან და კვლავ მალტასთან შანსები ნამდვილად არის..პასიკ როგორც ყოველთვის დამაჯერებლად ითამაშე.
ფიტნეს ინსტრუქტორი.
14:31 06-03-2020
0
jobia sheeshvan am sakmes saertod, vis schirdeba es kalta nakrebi pexburtshi
zurab
13:32 06-03-2020
1

სიახლეები პოპულარული