![](https://sportall.ge/pictures/image31/431fdbf7cf63144b0806d803ba76a30d.jpg)
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება, - იტყობინება "შპს სტადიონი".
"სტადიონის მშენებლობას აქტიურად ვაგრძელებთ. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესი სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს", - წერს "შპს სტადიონი" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
არენის პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და აჭარის რესპუბლიკური ბოუჯეტიდან ფინანსდება.