ლამაზი განათება - როგორ გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი ღამით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

შპს "სტადიონმა", რომელიც ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობას უძღვება, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა ანიმაციური ვიდეო, თუ როგორი იქნება ახლად აშენებული სტადიონის განათება ღამით.

"განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარეგანათება შევუხამოთ", - ვკითხულობთ კომპანიის განაცხადში.

ბათუმის სტადიონის სამშენებლო პროცესი თითქმის დასრულებულია. არენის ექსპლუატაციაში შესვლამდე მისი სხვადასხვა ნაწილის შემოწმებაა დარჩენილი. სავარაუდოდ, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მომავალ სეზონს ისევ ანგისას ბაზაზე დაიწყებს, თუმცა ახალ სტადიონზე მალე გადავა.

-31/02/batumi-stadium-1.jpg" border="0" alt="alt" title="ლამაზი განათება - როგორ გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი ღამით [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />შეხედეთ, რა ლამაზია! - ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა [PHOTO]

 

altმობიბინე მინდორი ბათუმის სტადიონზე - მშენებლობის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ, საღოლ, გაასწორა!!!
ბმბ
23:03 06-02-2020
0
მიუნხენის ალიანც არენა!!!
დათო
16:11 06-02-2020
3

სიახლეები პოპულარული