ფოთის "კოლხეთის" მისაბაძი საქციელი - გუნდი ხელმოკლე ოჯახებსა და გულშემატკივრებს დაეხმარა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/fcKolkheti1913/

ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები და წარმომადგენლები ფოთის მოსახლეებს სახლებში ეწვივნენ და აუცილებელი სურსათით დაეხმარნენ.

"დღეს, 31 მარტს,  ფოთის "კოლხეთი 1913"-მა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, რის შედეგადაც ერთჯერადი სასურსათო დახმარებები გაეწიათ გუნდის სტაჟიან გულშემატკივრებს, ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ზემოთაღნიშნული დახმარებები გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელებმა სახლებში მიართვეს", - წერია კლუბის "ფეისბუქგვერდზე".

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოთი სხვა 6 ქალაქთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ქალაქში შესვლა-გამოსვლას სამხედრო ძალები აწესრიგებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენთვის არაფერი გაგაჩნიათ!
გაბო
17:23 31-03-2020
3

სიახლეები პოპულარული