მადიარული csakfoci.hu-ს ცნობით, თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ შესაძლოა, თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ითამაშოს.
გამოცემის მტკიცებით, "მეზოკოვეშდის" სპორტულმა დირექტორმა ლასლო ტოტიმ წინა ინტერვიუში გაუმხილა, რომ "ჰაიდუკისგან" ბოსნიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველ დინო ბესიროვიჩის შეძენის შემდეგ, რომელმაც მათ გუნდში ჩემპიონატის 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, კიდევ ერთ უცხოელ ფეხბურთელთან მიაღწია ტრანსფერზე შეთანხმებას.
ტოტი მის ვინაობას არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ, საიტი იუწყება, რომ ეს "დინამოს" შემტევი შულაიაა, რომელსაც თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.
csakfoci.hu