ახალგაზრდა ბათუმელს ფრანჩესკო ტოტის აკადემია 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
ფოტო: ajaratv.ge

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "რადიოვიზიასთან" ისაუბრა.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდის სახელობის აკადემია ახალგაზრდა მოთამაშეს 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

ajaratv-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.

ამჟამად ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს.

მომზადებულია ajaratv.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგას რომ პატრონი ჰყავდეს, პირველ რიგში თმებს გაკრეჭდა.
ჟანა დარკი.
29 მაისი 2020 19:07
1
რამდენად ახალგაზრდა, ასაკი ვერ გაარკვიეს ხო?
asd
27 მაისი 2020 13:45
2
მე გოგო მეგონა
დავით
26 მაისი 2020 23:28
17
საქართველოს ფეხბურთის აკადემიაში თამაშობსო? გაიჩითა ფული და უცებ ყიდიან ხომ? დღეს ლიფსიტა გაყიდიან. ხვალ კი, ორაგულში ასმაგს გადაიხდიან.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 მაისი 2020 22:26
17
გაიხარე ბიძი წარმატებები,იმედია როცა ნაკრებში თამაშის დრო დაგიდგება არ იტყვი კლიმენტიჩასავით, მე ქართველი ვარ მარა იტალიამ მეტი მომცაო და იქ უნდა ვითამაშოო,
hhh
26 მაისი 2020 21:28
1
სიკეთით გევლოს!
გუჯა კახაძე
26 მაისი 2020 19:57
0
ტოტის გავს მართლა წარმატებები ბავშვს!!
იბერიელი
26 მაისი 2020 18:13
1
ამ ვარცხნილობით სხვა აკადემიის არჩევა ცოდვა იყო) წარმატებები გიო!!!
ბათუმის ფანი
26 მაისი 2020 15:58
1
ბევრი წარმატებება ბიჭს
ბაჩი
26 მაისი 2020 15:32
1
არ დააგვიანო ბიჭო
ამო
26 მაისი 2020 15:14
1

სიახლეები პოპულარული