კახი კალაძე 23 ლეგენდას შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასზე ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა football.ua-მ გამოაქვეყნა 23 ლეგენდარული ფეხბურთელისაგან შემდგარი სია, რომელთაც მსოფლიო თასზე არასდროს უთამაშიათ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და "მილანის" მცველი კახი კალაძე შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"კახი კაალძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეოთხე შედეგია. "როსონერის" რიგებში კალაძემ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1-ხელ სერია A, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

კიევის "დინამოსთან" ერთად კალაძე უკრაინის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, თბილისის "დინამოსთან" ერთად კი
4-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კახი კალაძე 4-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი."

კახის გარდა, აღნიშნულ 23 ფეხბურთელს შორის შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ:


მეკარეები

ნევილ საუთჰოლი (უელსი)
ალენ გუამენე (კოტ დ'ივუარი)
იასი იასკილაინენი (ფინეთი)

მცველები

ავი კოენი (ისრაელი)
როჯერ მენდი (სენეგალი)
სამი ჰიიპია (ფინეთი)
ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია)
იონ აარნე რიისე

ნახევარმცველები

ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია)
აბედი პელე (განა)
იარი ლიტმანენი(ფინეთი)
რაიან გიგზი (უელსი)
პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი)
ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი)
ხუან არანგო (ვენესუელა)
სეიდუ კეიტა (მალი)
ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი)

თავდამსხმელები

ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი)
იან რაში (უელსი)
ჯორჯ ვეა (ლიბერია)
ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია)
დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 37 /
ბიჭო მართლა ვერ აზროვნებთ თუ მიშას სიყვარულით წერთ ასეთ რაღაცეეს? სტატია ეხება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც კარგი საკლუბო კარიერა ქონდათ და თან თავიანთი მოღწევებით თავის ქვეყანაში გამორჩეულენი არიან და არა იმას, რომ რომელიმე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. საქართველოს დონეზე არაა კალაძე ლეგენდა? ორი ჩემპიონთა ლიგა არ მოიგო? 2000 იანი წლების საუკეთესო გუნდში არ თამაშობდა? საშუალო დონის ფეხბურთელიაო წერს ტიპი, რომელსაც ტახტი და ტოტალიზატორის სკამი აქვა გაცვეთილი და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. რამ დაგბოღმათ ასე? სხვა ქვეყნის მედია ლეგენდად ასეხელებს და ესენი აქედან აგინებენ საშუალოზე დაბალი დონეაო ვერ წარმომიდგენია ჩვენ გარდა ერი, რომელიც ასე მოიქცევა და ეცდება თავისიანი დაამციროს. მიდით რა თქვენ წარუმატებელ ცხოვრებას მიხედეთ. ეს ის ქვეყანა არ არის ძმა, რომ მოუკლეს და სხვა ფეხბურთელებს მუხლების დახვრეტით, რომ ემუქრებოდნენ თუ ფულს არ მოიტანდნენ?.
3
საშუალო დონის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო ამდენი წელი მილანის ძირითადში არავინ ათამაშებდა, თან იმ მილანის რომელიც ევროპის საუკეთესო გუნდი იყო მაგ დროს. დიახ მილანის და კიევის დინამოს ლეგენდა არის!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული