არველაძე: მუცელში სისხლდენა დამეწყო, სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე შოთა არველაძემ Matchtv-სთან საუბრისას დუბლინში მომხდარი ისტორია გაიხსენა, როცა სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

"იმ შეხვედრაში ანგარიშით 0:2 დავმარცხდით და მატჩის შემდეგ კინაღამ მოვკვდი. ძალიან ბევრი "ვოლტარენი" დავლიე. თავბრუსხვევა დამეწყო, გული საშინლად ძლიერად მიცემდა.

მეგონა, რომ იაშვილის მსგავსად, თამაშის წინ მოვიწამლე და უბრალოდ, ბევრ წყალს ვსვამდი, თუმცა უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. მუცელში სისხლდენა დამეწყო და სისხლს ვაღებინებდი.

ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იყო და მან მითხრა, რომ ჩემი სასწრაფოდ დუბლინის
კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო, სადაც, საერთო ჯამში, 4 დღე დავყავი.

მადლობა ღმერთს, რომ თბილისში ეროვნულ გუნდთან ერთად არ გავფრინდი, თორემ არავინ იცის, რა დამემართებოდა", - განაცხადა შოთა არველაძემ.

აღნიშნული მატჩი ზუსტად 17 წლის წინ, 2003 წლის 11 ივნისს გაიმართა და მასპინძელთა რიგებში გოლები დოერთიმ და რობი კინმა გაიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ