მუჯირი ევროტურნირების მონაწილე კლუბებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ორკვირიანი შეკრების დაწყებამდე იმ კლუბებს შეხვდა, რომლებიც 2020-21 წლების სეზონზე ჩვენს ქვეყანას ევროტურნირებზე წარმოადგენენ.

შეხვედრის ფარგლებში, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კლუბებს ევროტურნირების გამართვის სავარაუდო სცენარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დღევანდელი მოცემულობით, 2020-21 წლების სეზონის ევროტურნირების დაწყების სავარაუდო თარიღად 25 აგვისტო სახელდება. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 17 ივნისს იმსჯელებს.

ამას გარდა, კლუბებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლების პროტოკოლის შესახებ. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა თითოეულ მათგანს განახლებულ ჩემპიონატში წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატში მონაწილე ათივე კლუბის წარმომადგენლებს, მატჩების მომსახურე ოფიციალურ პირებსა და მსაჯებს პირველი ტესტირება Covid 19-ზე უკვე ჩაუტარდათ და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლებამდე კი ყველა მათგანი განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული