წიტაიშვილი ტიპური თავზე შეყვარებული ქართველია და თამაშის დროს მაგინებდა - უკრაინის U17 ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა საკუთარი აზრი გამოთქვა კიევის "დინამოს" შემტევ გიორგი წიტაიშვილის შესახებ.

"ის ქართველია. პირველ რიგში, საკუთარ თავზეა შეყვარებული. ასეთი მხოლოდ ქართველი შეიძლება იყოს, მუდმივად თვითგამიჯნურებული. მასთან პრობლემები მეც მქონდა. ლობანოვსკის სახელობის შეჯიბრებაზე ნაკრებშიც კი წავიყვანე. მინდოდა მენახა, რა შეეძლო.

ის შემოვიდა და არც კი ადარდებდა, რომ დაცვაში თამაში იყო საჭირო. ჟონგლიორობდა, თავს იწონებდა. მასში მაშინვე ქართველი დავინახე. დადიოდა და მაგინებდა. პირდაპირ ვკითხე, მე მაგინებ-მეთქი? მან კი "არა, არა, რას ამბობთ, თქვენზე ცუდი არაფერი
მითქვამს". მივუთითე, ზედმეტი არ მოსვლოდა", - განაცხადა პეტრაკოვმა.

გიორგი წიტაიშვილმა მსოფლიოს 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უკრაინის მაისურით სუპერგოლი გაიტანა, უკრაინელებმა კი შეჯიბრება მოიგეს.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამას ეტყობა რა მწვრთნელიცაა, ეტყობა ქართველებმა აწყენინეს ოდესღაც და წიტაიშვილზე ამოჰქონდა ჯავრი. მაგრამ ესეც მაგარი ჩანს, მთელი თამაში აგინებდა ეტყობა და ბოლოს როგორ გეკადრებათ ბატონო მწვრთნელოო. საღოლ.
გერია
22:32 21-08-2020
0
პე - ტ რ ა კ ო ვ ი ა და სხვანაირად ვერ მოიქცევა
0

სიახლეები პოპულარული