მყვინთავებმა "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს

AutoSharing Option
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის, თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების
მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

წყარო: Interpressnews

მკითხველის კომენტარები / 8 /
მო......თ ძველბიჭური და კაიბიჭური მენტალიტეტი კამათი ისე რომ ვერ მოგიგვარებიათ ან ვინმე არ დაჭრათ ან ვინმე მო...... თ ვაჟკაცობა განა რა უნდა დაეშავებინა ისეთი 19 წლის ბიჭს რომ მოსაკლავად იმეტებთ... არაფერი ეშველება ამ დაწყევლილ ქვეყანას...
912
23 ივნისი 2020 15:44
0
ზუგდიდის ოდიშის,მისი მულშემატკივრებისა და მთლიანი სამეგრელოს სახელით ვუსამძიმრებ ბიჭის ოჯახს
ოდიში
22 ივნისი 2020 19:59
0
ესეთი უბედურება მოხდა და ამათმა შეჭამეს ტვინი იმის წერით თუ რა მდენი მაშველი, მეხანძრე, სპეცტექნიკა და დრონი მუშაობდა.ვაიმე უბედურო საქართველო საით მიექანები.
Dila
22 ივნისი 2020 18:53
5
მოკლეს და გადააგდეს? საქონლებმა? ეს კისერში ნერვები ვერ მოისორეს ქართველებმა ყველა თაობასი იკარგება ასე უაზროდ ახლგაზრდები.
იმერელი
22 ივნისი 2020 18:51
0
ძალიან საწყენია ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს მის ნათესავებს მეგომრებს და საქართველოს და იმედი მაქ გამოიძიებენ რაც მოხდა საწყენია.
ბესო
22 ივნისი 2020 17:39
0
უფალმა აცხონოს!
ვახო...
22 ივნისი 2020 17:35
0
ძალიან ვწუხვარ,სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს,კლუბ "საბურთალოს",ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს.მერამდენე სიცოცხლე უნდა დავკარგოთ ასე უაზროდ,ეს არ მესმის.ნუთუ მხოლოდ კომენდანტის საათს შეუძლია გზებზე და ქუჩებში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტვის შეჩერება?ეს რა უბედურება გვჭირს?!
სოსო
22 ივნისი 2020 14:52
0
ბათუმელი გულშემატკივრების სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს.
roma bejanidze
22 ივნისი 2020 14:43
0

სიახლეები პოპულარული